კლასიკური მუსიკა — მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლურ ლიტურგიულ და საერო მუსიკაზე დაფუძნებით. მისი განვითარების პერიოდი მოიცავს დაახლოებით ცხრა საუკუნეს. XI საუკუნიდან - დღემდე. [1] მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.
ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში (1836). [1][2]ბრიტანელი მკვლევარების აზრით, კლასიკურ მუსიკას ადამიანის განკურნების განსაკუთრებული ძალა გააჩნია და არაერთ მავნე სენს წარმატებით ებრძვის.
მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს..jpg)
No comments:
Post a Comment